7 მაისს სამტრედია-ქუთაისის ავტომაგისტრალზე „მერსედესი“, რომელიც სავარაუდოდ, გადამეტებული სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და აფეთქდა. ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ვინ იჯდა მანქანაში და რამ გამოიწვია ავარია, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერს.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "რუსთავი-2"-ის ერტერთ დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს უხერხული შეკითხვები დაუსვა, რამაც ამ უკანასკნელის დაბნეულობა გამოიწვია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში ვიზიტის დროს ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.
დღეს გამართული სააპელაციო სასამართლოს სხდომის დატოვებამდე ვანო მერაბიშვილმა პროცესზე განცხადება გააკეთა.
მოსკოვში, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას, მისივე სეხნია ვაჟს ბინის გაძარცვის გამო 2.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა,-ამის შსახებ ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" „მოსკოვსკი კომსომოლეცზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვისას, როცა ეკა ბესელია წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ მოპოვებულ 26 ათას ფაილზე საუბრობდა, უმცირესობის წევრის, თინა ბოკუჩავას მხრიდან რეპლიკის საპასუხოდ მას უპასუხა:
"გულახდილად გეტყვით, ვინც არ უნდა მოვიდეს, თქვენი საშველი არ იქნება! ამიტომ მომეცით ხმა მე, იქნება, მე მაინც მეშველოს!",
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანებას ისევ გასცემდა, დრო რომ უკან დაბრუნდეს.
20 წლის წინ, "ლამაზმანში" გადაღებით ჯულია რობერტსმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჰოლივუდის უკვდავ მსახიობებს შორის.
"ჰაკიმ ფაშას" სახელით ვიდეოპორტალ "იუთუბზე" დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა სახელწოდებით: "მელორ ვაჩნაძე - უფლებადამცველი" ატვირთა ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში დღეს დიდი ინტერესით ზიარდება.