თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანებას ისევ გასცემდა, დრო რომ უკან დაბრუნდეს.
„რომელი თერგდალეული ემზარ კვიციანია, რომ მაგაზე ვისაუბროთ? კვიციანი იყო გამომძალველი, ბანდიტი, არის იქ, სადაც მისი ადგილია, კვიციანმა სახელმწიფოს წინაშე დაიწყო ამბოხი, დაგვიჭრა ორი ჯარისკაცი, საკმაოდ მძიმედ და სხვათაშორის, ძლივს გადავარჩინეთ.
ამ ორი ჯარისკაცის დაჭრის გამო გაცემული გვქონდა მისი ლიკვიდაციის ბრძანება და ღმერთს მადლობა უნდა უთხრას, რომ დღეს ცოცხალია. მე ვიყავი ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი და არა მარტო მე, მათ შორის, რომელმაც მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.
დღეს, რომ დრო უკან დავატრიალოთ იგივეს მოვიმოქმედებდი ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს აუმხედრდა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „თრიალეთის“ ეთერში.