საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში ვიზიტის დროს ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინელებმა, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოსადმი პატივისცემის ნიშნად, ძველი ქართული საბრძოლო სიმღერების პოპური იმღერეს.
მანამდე მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში უკრაინის ერთიანობის მომხრეთა მიერ აღმართულ ბარიკადებთან და გამაგრებულ ბლოკ-პოსტებთანაც მივიდა და „მოსტ-დნეპრში“ პრესკონფერენციაც გამართა.
,,მთელი მსფოლიო ახლა იმაზე საუბრობს, რომ პუტინის ოცნებები დაიმსხვრა პატარა, მაგრამ ერთიან და გამაგრებულ დნეპროპეტროვსკში, სადაც კრემლმა საკუთარი სცენარი ვერ განახორციელა. კიევის, მთლიანად უკრაინის და ევროპის ბედი ახლა დნეპროპეტროვსკში წყდება."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მოსტ დნეპრში“ პრესკონფერენციის დროს.
ვიდეო იხილეთ ფოტოების შემდეგ ბლოკში