-
2014-05-14 21:23
მოსკოვში, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას, მისივე სეხნია ვაჟს ბინის გაძარცვის გამო 2.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა,-ამის შსახებ ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" „მოსკოვსკი კომსომოლეცზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას ვაჟი, 35 წლის ვიტალი დარასელია უმცროსი ბინის გაძარცვის გამო გაასამართლეს და 2.5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გამოძიების ინფორმაციით, პროფკავშირის გამზირზე ბოროტმოქმედებმა საცხოვრებელი ბინიდან ორი ლეპტოპი და ფოტოაპარატი გაიტანეს. გამოძიება მსჯავრდებულების სხვა ეპიზოდებში მონაწილეობაზე მუშაობს.
ვიტალი დარასელია უმცროსი სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოს”, კიშინიოვის “დაჩიას”, კიევის ცსკ-სა და ვლადიკავკაზის “ალანიას” ღირსებას იცავდა. მან ფეხბურთელის კარიერა 2009 წელს დაასრულა.