ფინანსთა მინისტრმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურებაა მოსალოდნელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.
ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის შეიძლება ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გამო.
ვითიბი ბანკი ფიზიკურ პირებს, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით კი, იგივე დიაგნოზი „ჩელსის“ ახალგაზრდა შემტევს, კალუმ ჰადსონ-ოდოის დაუსვეს.
ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, იტალიიდან შუახნის ქალბატონი, რომელიც ქმრის დაკრძალვაზე
მშობლიურ მხარეში დაბრუნდა, საკარანტინო ზონაში გადასვლაზე უარს აცხადებს.
კორონავირუსის საფრთხე ქვეყანაში - სამთვიან საშეღავათო პირობებს თავის კლიენტებს „ლიბერთი ბანკიც“ სთავაზობს .
საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს დროებით, აჩერებს. ინფორმაცია AviaNews-სს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს. აღსანიშნავია, რომ Flynas-ი თბილისის მიმართულებით ოპერირებას 16 მარტიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში წყვეტს.
ნიუ იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
უახლოეს დღეებში ისარელი ექიმები კრონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ოფიციალურად
დაადასტურებენ.