
ფინანსთა მინისტრმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურებაა მოსალოდნელი.
ივანე მაჭავარიანის თქმით, პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით მერყეობა გასაკვირი არ არის.
„ამ დღეების განმავლობაში გვაქვს მერყეობები და არც ლარია გამონაკლისი, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ველოდებით დასტაბილურებას და თუ საჭირო იქნება ჩარევები, ეროვნულ ბანკთან ამას განვიხილავთ, თუმცა ეს დღეს და ხვალ გასაკეთებელი ნაბიჯი არ არის“, - განაცხადა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ეკონომიკაზე კორონავურისის შესაძლო გავლენის საკითხზე და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილ ნაბიჯებზე პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი გამართა.