გიორგი გახარია - ზომების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ

Image

ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის შეიძლება ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გამო.

 

გიორგი გახარიას განმარტებით, კითხვა რელევანტურია, რადგან რამდენიმე სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.

„მაგრამ მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება - ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს, რას ნიშნავს ეს საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავატარეთ, ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას ყოველდღიურად, ახალი გამოწვევის პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ. შეიძლება ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ უკვე დიდი ხანია განხორციელებული გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !