-
2020-03-13 14:28
რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით კი, იგივე დიაგნოზი „ჩელსის“ ახალგაზრდა შემტევს, კალუმ ჰადსონ-ოდოის დაუსვეს.
„არსენალის“ სამწვრთნელო შტაბისა და ძირითადი გუნდის წევრები კარანტინში იმყოფებიან, ისევე როგორც „ჩელსიში“ მომუშავე პერსონალი და ფეხბურთელები, რომლებსაც ჰადსონ-ოდოისთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს პრემიერ ლიგა ოცივე კლუბის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს