-
2020-03-13 17:46
10 მარტს, რუსეთის დუმის მორიგ სესიაზე, დეპუტატი და პირველი კოსმონავტი ქალი, ვალენტინა
ტერეშკოვა გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთის ახლანდელ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს,
მიეცეს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება მომდევნო ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.
დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუს საზოგადოებას სტაბილიზაციის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ინიციატივას თავად ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. სესიაზე მან განაცხადა, რომ მსგავსი ცვლილების
გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადაწყვეტს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო.
ტერეშკოვას ინიციატივას დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 22 აპრილს გაიმართება რეფერენდუმი,
რომლის ფარგლებშიც, რუსეთის მოქალაქეები აირჩევენ, მიეცეს თუ არა პუტინს უფლება, რომ მომდევნო
2 საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დარჩეს ხელისუფლებაში. აქამდე, რუსეთის პრეზიდენტს საპრეზიდენტო
ვადა 2024 წელს ეწურებოდა. იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდა ტერეშკოვას მიერ შემოთავაზებული ცვლილება,
ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება.