პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრი, მიხალ ვოსი, საკუთარ “ტვიტერზე” პოსტს აქვყნებს და ადასტურებს, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული.
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს ჩართულობით ხორციელდება.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის ბოლო სამი ინფიცირებულის კონტაქტია. მისივე თქმით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კორონავირუსის გამო საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით,სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ინფიცირებულთა რიცხვი კი კვლავ 33-ია.
“დარჩნენ სახლში და იფიქრონ ღმერთზე და ილოცონ ღმერთთან, ვიდრე ეკლესიაში კორონავირუსზე ფიქრობდნენ”-ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, ალბათობა იმისა, რომ ხვალ ინფექციური საავადმყოფო რიგით მეორე პაციენტმა დატოვოს, მაღალია.
საქართველოს ექიმების გასამხნევებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ერთსა და იმავე დროს საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშს დაუკრავენ.
ესპანეთის ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელს საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობისა და პნევმონიის ფონზე კორონავირუსი დაუდგინდა.
ახალი პაციენტები არ გვყავს. ველოდებით 14 ანალიზის პასუხს, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ დაგვემატოს [პაციენტები], თუმცა, ჯერჯერობით, ლუგარის ლაბორატორიიდან გვიან ღამით 14 ანალიზის პასუხია მოსასვლელი. ” ამობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
ბილაინი მხარდაჭერას უცხადებს მომხმარებლებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს.