
პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრი, მიხალ ვოსი, საკუთარ “ტვიტერზე” პოსტს აქვყნებს და ადასტურებს, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული.
“თავს კარგად ვგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც ავადაა” – წერს ვოსი.
პოლონეთში, “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 156 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი სამია.