
“დარჩნენ სახლში და იფიქრონ ღმერთზე და ილოცონ ღმერთთან, ვიდრე ეკლესიაში კორონავირუსზე ფიქრობდნენ”-ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
“ეკლესიამ ქადაგება უნდა გააქტიუროს. გათვითცნობიერება და ახსნა იმისა თუ რა არის წმინდა ზიარება. ეს არის ერთერთი განსაკუთრებული საიდუმლო და ვისაც სწამს რომ წმინდა ზიარებით ღებულობს სისხლსა და ხორცს იესო ქრისტესი, ძალიან ძნელია რომ ახალ კანონებზე ელაპარაკო… თუმცა, უპირველეს ყოვლისა, აქ რწმენის სიმტკიცეა საჭირო.. თუ ადამიანს აქვს შეორგულება და გაორებულია, მათი რწმენა ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარების მიმართ, რა თქმა უნდა, ჯობს, ეს ადამიანები აღარ ეზიარონ, დარჩნენ სახლში და იფიქრონ ღმერთზე და ილოცონ ღმერთთან, ვიდრე ეკლესიაში კორონავირუსზე ფიქრობდნენ, ან საფრთხეზე ”-ამბობს მეუფე პეტრე.