
საქართველოს ექიმების გასამხნევებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ერთსა და იმავე დროს საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშს დაუკრავენ.
მადლობის გამომხატველი აქცია იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, 18 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.
"ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღიარებას, მეორე მხრივ კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით", - აღნიშნავენ ორგანიზატორები - სექტორი 3 და მოხალისეთა ჯგუფი.