ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედიმაინც რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიამ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში კორონავირუსის ისეთი შემთხვევა გამოვლინდეს, როდესაც ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს. TV პირველის ეთერში ამირან გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ნათქვამია ცვლილებების პროექტში, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს.
აჭარის რეგიონში ბაზრობები დროებით იხურება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუხთარლის ძმა, რამაზან მუხთარლი ავრცელებს.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც აღენიშნებოდათ კლინიკური ჩვენება, ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, პასუხი უარყოფითი იყო.