
კორონავირუსის გამო საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით,სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ინფიცირებულთა რიცხვი კი კვლავ 33-ია.
დღევანდელი, 16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მან ბოქსირებული განყოფილება დღეს დატოვა