"ახალი საქართველოს" ლიდერი მთავრობის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამას უარესი შედეგები მოჰყვება და საბოლოოდ ყველაფერი უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარება განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. შეხვედრას სამედიცინო სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ".ამის შესახებ მრევლს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე
გრიგოლმა საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“უსაყვარლესებო, გარდა იმისა, რომ სტრესი იმუნიტეტის მტერია, გახანგრძლივებული კოლექტიური ტრავმა აძლიერებს შფოთვით აშლილობებს, აძლიერებს ჰიპოქონდრიასაც, – მიუხედავად თვითიზოლაციის ყველა წესის დაცვისა, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახველებს, უშრება და სტკივა ყელი, ემოციურ ფონზე სიცხემაც კი შეიძლება დაიწყოს აწევა… კარგად გავერკვეთ, რა სიმპტომი ახასიათებს კორონას და ნებისმიერ დახველებაზე არ ვინერვიულოთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რესპონდენტების ჩაწერის დისტანციურ წესზე გადავიდნენ.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დეფიციტის გამო, ეროვნული წარმოების სამედიცინო ნიღბები დაურიგდებათ პირველ რიგში მათ, ვინც "ფრონტის წინა ხაზზე" დგას. მინისტრი განმარტავს, რომ პრიორიტეტულები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები იქნებიან.
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 339 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ პაციენტის პასუხი დღეს, 22 მარტს გამთენიისას გახდა ცნობილი ლუგარის ცენტრში, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი ატარებს ჩაღრმავებულ ეპიდკვლევას, კონტაქტების გამოსავლენად.
რუმინეთში „კოვიდ19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში,- ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.