
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 339 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში კორონავირუსით ესპანეთში 1720 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე ვირუსი 28 572 დაუდგინდა, მათგან 2575 გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.