
"სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ".ამის შესახებ მრევლს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე
გრიგოლმა საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ყოველდღიურად და ყოველ წირვაზე მოგვინდეს ზიარება. ზოგი მარტო აღდგომას მოდის. ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და
ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით.მე გპირდებით, ვინც გაითვალისწინებს კურთხევას და საკუთარ თავსაც მოერიდება, გაითვალისწინებს იმ უსაფრთხოების წესებს, პირდაპირ დარეკეთ, ან დაუკავშირდით, ან ჩააწერინეთ, სიას გავაკეთებთ და ჩვენ მამები, სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ