
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარება განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. შეხვედრას სამედიცინო სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ წესები უნდა გავრცელდეს
ყველაზე. მისივე თქმით, კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება.
„კორონა ხიფათს წარმოადგენს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, ამიტომ წესი ვრცელდება ყველაზე.
გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და სხვებს. კონსულტაციები გაგრძელდება ყველასთან, ვისაც დასჭირდება
დამატებითი კონსულტაციები და ექნება კითხვები", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა და ის 21
აპრილამდე გასტანს.