
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დეფიციტის გამო, ეროვნული წარმოების სამედიცინო ნიღბები დაურიგდებათ პირველ რიგში მათ, ვინც "ფრონტის წინა ხაზზე" დგას. მინისტრი განმარტავს, რომ პრიორიტეტულები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები იქნებიან.
"მეც კი არ მაქვს პირბადე, პრიორიტეტულები არიან 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები. ამ კატეგორიაში უკვე ორშაბათიდან დავიწყებთ დარიგებას," — განაცხადა მინისტრმა.