ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწვეტილება ძალაში დღის ბოლოს შევა.
მარნეულში დაინფიციირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია.მის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილებ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქვემო ქართლში მაქსიმალურად ვაკონტროლოთ სიტუაცი.იამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ამ ეტაპზე მედიკოსები სასიცოხლო პარამეტრების შენარჩუნებას ახერხებენ.
“როდესაც ჩვენ მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან”, – ეს განცხადება გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
კორონავირუსთან საბრძოლველად იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს.
საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს 18 წლის გოგო, რომელსაც მარნეულში დაინფიცირებულთან ჰქონდა კავშირი.ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
პურზე ფასი არ გაიზრდება და არც შეფერხება იქნება განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.