ჰარვი ვაინშტაინს ციხეში კორონავირუსი დაუდგინდა.
რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბოლნისისა და მარნეულის მცხოვრებლებს მიმართავს და მათ გამხნევებისკენ მოუწოდებს.
ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მარნეულში, სადაც კარანტინი მოქმედებს, რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი იმყოფება.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.
ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში ეფექტიანი აღმოჩნდა პრეპარატი, რომელსაც იაპონიაში გრიპის ახალი შტამების სამკურნალოდ იყენებენ. ამის შესახებ იაპონური მედია იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დისტანციის დაცვისას არ აქვს მნიშვნელობა სუპერმარკეტში ხდება ეს თუ ეკლესიაში.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ავიახაზების დირექტორი ელოდება მხოლოდ იმას, რომ მეტი გადაუხადონ.