
კომუნალური ვაუჩერების გაცემა ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„კარგია, დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი, მაგრამ მიგვაჩნია რომ ეს არ არის საკმარის და ხელისუფლებას ვთავაზობთ, დამატებით ნაბიჯებზე იფიქროს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში, მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს.