
გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ქუჩაში აქცი-ბრიფინგი გამართა.
პოლიციამ მას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა. წულაიამ კი პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვას აპროტესტებდა.
პოლიციამ წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით გთვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც პოლიციელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
ფოტო ხათუნა მაისურაძე