
აფხაზეთში სიტუაცია ძალიან რთულია. ჯერჯერობით თითქოს არ არის გამოვლენილი ინფიცირებული ადამიანი (გალის რაიონის იქით), მაგრამ ამისი აფხაზეთში ბევრს არ სჯერა, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ადგილობრივი ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ კორონავირუსი უკვე აფხაზეთში არის, მაგრამ იქ არ არის იმის საშუალება, რომ ვირუსი გამოავლინონ და რაც მთავარია - უმკურნალონ. ამიტომ ამის გამო იქ პანიკაა. რუსეთმა განაცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, რომ არა საქართველო, ეს ადამიანები განწირულები არიან. რუხის კლინიკის გახსნა, შეიძლება ითქვას ეს არის ხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება კორონავირუსით დაავადდეს“, - აღნიშნა გამახარიამ.
შეგახსენებთმ , რომ აფხაზეთში (გალში) კომენდანტის საათია გამოცხადებული.