"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს სულ ცოტა ხნის წინ (დაახლ. 20:00) გორში გადაღებული ფოტოები. თავსხმა წვიმის შედეგად ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა.
"ლიბერალის" ინფორმაციით, თბილისის მერიასთან არსებული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტი 2 914 000 ლარია. აქედან 2 237 616 ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.
15 წლის მოხალისე გოგონა, რომელიც "მზიურში" გაწმენდით სამუსაოებში მონაწილეობდა, იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
წყნეთის ქუჩაზე გადაღებული ეს ფოტო "ფეისბუქზე" განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მანქანა უკვე უსაფრთხო ადგილასაა გადატანილი. გავრცელდა ასევე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოახერხეს მაშველებმა მანქანის გატანა ფარეხიდან. ამ ოპერაციის დროს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა ევაკუირებული იყო.
ცხოველი, რომელიც გუშინ საღამოს, გამოძახებაზე გასული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით დააკავეს და მგელი ეგონათ, სინამდვილეში ძაღლი აღმოჩნდა.
ალპინისტი ირაკლი გუჯაბიძე, Irakli Supernobody "ფეისბუქზე" აქვეყნებს წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს, რომლებიც დრონიდან თავად გადაიღო.
ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც სოფელ ხორნაბუჯის საშუალო სკოლის კლასშია გადაღებული და სადაც სკამებზე დაკრულია "ქართული ოცნების" სტიკერები.
არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აქვეყნებს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების ანალიზს და მიდის დასკვნამდე, რომ წყნეთში ჩამოწოლილ მეწყერს კატასტროფაში დიდი როლი არ მიუძღვის, ხოლო ვერეს ადიდების მიზეზი თავსხმა წვიმაა.
ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ გადაღებულ ამ ფოტოებზე გიორგი ლომიძეა გამოსახული - ტაქსის მძღოლი, რომელიც სვანიძის ქუჩასთან დგას და მოხალისეებს უფასოდ ემსახურება.
ნიკუშა ნატროშვილმა, რომლის გადარჩენა ცეცხლსასროლი იარაღიდან ათეულობით ჭრილობის შემდეგ მედიკოსებმა მოახერხეს, რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ კი მის დასახმარებლად სრულიად ქართული საზოგადოება იყო მობილიზებული, ტვ "იმედის" ტელემარათონის დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდში 1000 ლარი გადარიცხა.