
15 წლის მოხალისე გოგონა, რომელიც "მზიურში" გაწმენდით სამუსაოებში მონაწილეობდა, იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ექიმების განცხადებით, გოგონას ხის მორი თავში მოხვდა, თუმცა, ამას სერიოზული გართულებები, საბედნიეროდ, არ მოჰყოლია. ექიმების თქმით, გოგონას ასევე, პარაზიტი მწერების ნაკბენები და მუშაობის დროს მიღებული ნაკაწრები აღენიშნებოდა.