"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს სულ ცოტა ხნის წინ (დაახლ. 20:00) გორში გადაღებული ფოტოები. თავსხმა წვიმის შედეგად ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა.
წვიმას საცხოვრებელი სახლების სარდაფების დატბორვა მოჰყვა, სამაშველო სამსახურში ზარების რაოდენობა თანდათან მატულობს. ქალაქის ხელმძღვანელობა საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე გადასასვლელად ემზადება. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ვერხვებში მდებარე დევნილთა დასახლებაში. ამ დროისთვის გორში წვიმას თან ერთვის სეტყვაც.