-
2015-06-19 19:53
"ლიბერალის" ინფორმაციით, თბილისის მერიასთან არსებული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტი 2 914 000 ლარია. აქედან 2 237 616 ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.
„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შრომის ანაზღაურებიდან თანამდებობრივ სარგოებზე 1 864 680 ლარი იხარჯება, პრემიებზე - 337 536, ხოლო დანამატებზე - 35 000 ლარი.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2950 ლარია. ამასთან, იგი ყოველთვიურ დანამატს იღებს 2950 ლარის სახით, ჯამში - 5900 ლარს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14