-
2015-06-19 20:48
"მზიურის" ტერიტორიაზე მოხალისედ მომუშავე მაშო ჯოხაძეს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ მივიდა, რაც ხელი გაიკაწრა, ტეტანუსის აცრაში 180 ლარი მოსთხოვეს. შემთხვევა 17 ივნისს მოხდა.
მიზეზი ის იყო, რომ ჯოხაძე დაზღვეული არ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ჯოხაძე საღამომდე არ აცრეს, მერე კი ხელწერილი დააწერინეს, რომ თანხას გადაიხდიდა.
"ფეისბუქზე" გავრცელებულ ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეხმიანება და წერს, რომ მაშო ჯოხაძის პრობლემა მოგვარდა მასთან დაკავშირების შემდეგ, ხოლო ჟურნალისტს, ვინც ინფორმაცია გაავრცელა, ურჩევს, "დეზინფორმაციის გავრცელებამდე მას დაუკავშირდნენ".