მოხალისე გოგონა ნინი სალუქვაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას ეხმიანება და მას ღია წერილით მიმართავს. მოხალისე მიიჩნევს, რომ მათი გამოყოფა და დაჯილდოვება საჭირო არ არის.
თბილისიდან დაახლოებით 30 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ წყლულეთის დამეწყრილი მოსახლეობა ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩივის და საშველად მოხალისეებს უხმობს. სოფელი 13 ივნისს დაიმეწყრა.
გიორგი ლომიძე - ახალგაზრდა, რომელიც საკუთარი მანქანით უკვე რამდენიმე დღეა, სვანიძის ქუჩაზე მოხალისეებს უფასოდ ემსახურება, პრემიერმინისტრის ინიციატივითა და მერის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის გამგეობაში დასაქმდება.
ბაგებში ამ წუთებში ისევ ვეფხვს ეძებენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები და შემთხვევის ადგილზე მყოფი ლევან ტაბიძე წერს, დაახლოებით ათმა კაცმა ხევიდან მხეცის ღმუილი გაიგონა. მხეცის ძებნის ოპერაცია წყნეთის გზატკიცილი 39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
რამდენიმე სასტუმროში შესახლებულ დაზარალებულ ოჯახებს არ ეძლევათ საშუალება, ფიზიკური პირებისგან დახმარება ინდივიდუალურად მიიღონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოხალისეები წერენ.
ვაკე-საბურთალოს ახალი გზა, თავდაპირველად, უკვე არსებული ვერსიით განახლდება და გაწნენდის შემდეგ, სავარაუდოდ, ძველი იერსახით იმუშავებს, თუმცა, საბოლოო ჯამში აქ ხიმინჯებით ამაღლებული გზის აგებაა დაგეგმილი.
ვერძი - ნუ აიძულებთ სხვებს იმის გაკეთებას რისი გაკეთებაც თავადაც შეგიძლიათ. თუ კარგად არ გამოგივიდათ არ ინერვიულოთ ამაზე, თქვენზე უკეთ არც სხვებს გამოუვიდოდათ.
„მზიურში“ გაწმენდითი სამუშაოების დაწყებიდან მესამე დღეს ბავშვთა ქალაქის ტერიტორიაზე მოხალისეებისთვის ბუტერბროდები და სენდვიჩები დაარიგეს. ამაში არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა ერთი გარემოება.
მონადირეებმა, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში ბაგებში ვეფხვის კვალს ეძებდნენ და სამი ადგილობრივის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაღებულ ფოტოებს იკვლევდნენ, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ კადრში მოხვედრილი ცხოველი ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი არ არის.
"მზიურის" ტერიტორიაზე მოხალისედ მომუშავე მაშო ჯოხაძეს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ მივიდა, რაც ხელი გაიკაწრა, ტეტანუსის აცრაში 180 ლარი მოსთხოვეს. შემთხვევა 17 ივნისს მოხდა.