
ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
„ამ ეტაპზე ყველაზე რბილი სცენარით მივდივართ. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის ურთულესი სცენარიც. ეპიდვითარება არის ფეთქებადსაშიში, შესაძლოა ყოველ დღე შეიცვალოს ვითარება, ამიტომ ჩვენ ყველა სცენარისათვის მზად უნდა ვიყოთ და სწორედ ამ საკითხებს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა