
პატრიარქი ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და იმის შემდეგ ჩვენ, ეკლესიის მრევლი გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, რომ პირიქით ლოცვისგან თავი კი არ უნდა შევიკავოთ, პირიქით, უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, - ამის შესახებ მამა შალვამ (კეკელია) „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
„ადამიანებს, რომლებიც რისკის ქვეშ მყოფებიან, პატრიარქმა მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ, სასულიერო პირებს კი მოგვიწოდა, რომ ტაძრები არ დაიკეტოს და რაც შეიძლება მეტად ვილოცოთ. ზიარება არის მაკურნებელი სულისა და ხორცისა, არის რაღაცები, რასაც რწმენის გარეშე ვერ ახსნი“, - აღნიშნა მამა შალვამ.