
საზღვარგარეთ მყოფი ქართველებიდან კორონავირუსი 35 მოქალაქეს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 მოქალაქე - 3 ესპანეთში, 1 - საბერძნეთში, ერთი კი აშშ-ში.
„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთან ასევე, ადგილობრივ უწყებებთან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 35 ქართველს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი, საიდანაც სამწუხაროდ, 5 მოქალაქე გარდაიცვალა, ეს რიცხვი როგორც ჩვენთან ასევე, უცხოეთში მუდმივად მზარდია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.