
ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევების დახვრეტის ნებართვა გასცა.
შესაბამის განკარხულებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს ისაუბრა.
"თუ ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი!
სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ დაგმარხავთ", - განაცხადა როდრიგო დუტერტემ.
ფილიპინებზე 2311 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია - 96.