
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ შევქმენით თავისუფალი მსოფლიოს მიერ აღიარებული ალტერნატივა, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის გარდაქმნა და შევებრძოლოთ პანდემიას ვენესუელაში. მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული საგანგებო მთავრობის შექმნის იდეის მხარდაჭერისთვის. ჩვენ მარტო არ ვართ!“ – აცხადებს ვენესუელის ლეგიტიმური პრეზიდენტი.
საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 2019 წლის 24 იანვარს აღიარა.