ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს ახალი კორონავირუსით ინფექციაზე ტესტირება კიდევ 17 ადამიანს ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს, რომელთა პასუხები უარყოფითია.
ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მე-10 შემთხვევა დადასტურდა.
ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება ამის შესახებ ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით
საქართველო არცერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება და ეკონომიკაშიც
ზუსტად ასე იქნება. მისი თქმით, საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს ზუსტად
ისე გაართმევს თავს, როგორც ამას ევროპული ქვეყნები აკეთებენ.
ირანში, კორონავირუსის გამო კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ირანელი დიპლომატი, საგარეო საქმეთა
მინისტრის ყოფილი მრჩეველი და ელჩი სირიაში, ჰესეინ შეიხოლესლამი, 68 წლის ასაკში,
“კოვიდ 19”-მა იმსხვერპლა.
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს, მათ შორის ოთხი წლის
ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთდღიანი კარანტინი გამოცხადდა.
2020 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის
თაობაზე რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან
ფრენების შეჩერებას არ აპირებს.
სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) სასურსათო პროდუქტის სუდანის
ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრის ცნობით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 36 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გააგზავნეს
გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად.
შემოწმების შედეგად კი, 3 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.