
ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება ამის შესახებ ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
”ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს კვლავაც ექნება გავრცელების შესაძლებლობა, ცრუ იმედია ვთქვა, რომ კორონავირუსი გრიპის მსგავსად გაქრება, ეს ღვთიური საჩუქარი იქნება, მაგრამ ახლა, არანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ასე მოხდება” – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.