
ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მე-10 შემთხვევა დადასტურდა.
მისი თქმით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პაციენტთან.
"ეს არის ერთ-ერთი კონტაქტი, რომელიც ჩვენს ცენტრში, როგორც დადასტურებული ისე შემოვიდა. გუშინ დადსტურდა კონტაქტების კვლევის შედეგების მიხედვით. მეოთხე დადასტურებული შემთხვევის ჯგუფიდან არის ერთ-ერთი კონტაქტი",- თქვა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ამ ჯგუფთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა გრძელდება. დღეს ტესტირება კიდევ 17 ადამიანს ჩაუტარდება.
რამდენიმე წუთის წინ კი დადასტურდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა .
aმის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.