-
2020-03-06 18:56
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით
საქართველო არცერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება და ეკონომიკაშიც
ზუსტად ასე იქნება. მისი თქმით, საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს ზუსტად
ისე გაართმევს თავს, როგორც ამას ევროპული ქვეყნები აკეთებენ.
"სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა,
ამას ხედავთ. ქართული სახელმწიფო თავს ამ გამოწვევასაც გაართმევს. ბუნებრივია, ეკონომიკაზე რაღაც
დარტყმები იქნება, მაგრამ ყველანაირი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ გამოწვევასაც ადეკვატურად
ვუპასუხოთ", — განაცხადა მამუკა მდინარაძე.