პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს.
ამ ინიციატივის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა და ის ინსტიტუციები,
სადაც 50 ან 100-მდე ადამიანის შეკრება ხდება, შესაძლოა ახალ რეკომენდაციებს დაექვემდებარონ.
6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20,
+25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი
+17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.
დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ცოლ- ქმარი გადაიყვანეს, გავრცელებული
ინფორმაციით მათ ლაბორატორიულ ანალიზებს აუღებენ, შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს,
რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის. ტედროს
გაბრეიესუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.
საქართველოს ხუთ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა,
დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
შემთხვევა დღეს დილით, მახათას მთაზე მოხდა. ავარიას თვითმხილველებიც ყავს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადამეტებას ასახელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილი ქალია.