-
2020-04-21 22:01
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსისგან 51 600 ადამიანი განიკურნა.
ბოლო კვირის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლისა და დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.
იტალია, ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.