დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 828 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 17 337 შეადგინა.
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 301 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 130 000-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ინგლისში ემსხვერპლა.