
თამარ გაბუნია: არის ქვეყნები სადაც ექიმებს ერთი ნიღაბი აქვთ, ჩვენ აქამდე არ ვართ მისული
- 2020-04-04 20:54
„გვაქვს მედპერსონალისთვის აღჭურვილობის ორი კვირის მარაგები, რაც კარგი მაჩვენებელია. ფეხდაფეხ მივყვებით. ვცდილობთ წინმსწრებად შევქმნათ მარაგები. უნდა მოხდეს პირადი დაცვის საშუალებების რაციონალური გამოყენება. არის ქვეყნები სადაც ექიმებს ერთი ნიღაბი აქვთ. ჩვენ აქამდე არ ვართ მისული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.