
ვირუსმა არ იცის არც რელიგიური აღმსარებლობა, არც კანის ფერი - ამ თემაზე ნიკოლოზ გამყრელიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"წესებს თუ არ დავიცავთ ეს ყველას შეიძლება დაემართოს. ძირითადი, ერთი სწავლაა, რომ ყველანი ვართ თანაბარი. ვირუსმა არ იცის არც რეგალია, არც თანამდებობა, არც რელიგიური აღმსარებლობა, არც კანის ფერი და არაფერი", — თქვა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის შვილმა კლინიკა პირველ აპრილს დატოვა, მას კორონავირუსი აღარ უდგინდება, თუმცა ერთი კვირიდან 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში რჩება.