
სპორტსმენი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ხოლო 20 ადამიანი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში მოათავსეს.
ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ორი სოფელში.
საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა,
1 კი გარდაიცვალა.