
შინაური ცხოველების მფლობელებს, განსაკუთრებით კი კატების პატრონებს სიფრთხილე მართებთ, რადგან ჩინეთის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 შეიძლება გავრცელდეს კატებიდანაც. კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი ქალაქ უხანში მცხოვრებ უსახლკარო კატების 15 %-ს დაუდგინდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ელექტრონული სამეცნიერო კვლევითი ბიბლიოთეკა ბიოარქივი ავრცელებს.
უხანში კვლევისთვის ქუჩიდან აყვანილი 102 კატიდან ვირუსი 15-ს დაუდასტურდა, ეს კორონავირუსით კატების ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა, რამდენიმე დღის წინ ბელგიაში COVID-19 კატას თავისი პატრონისგან გადაედო.
ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, კატებს ვირუსის გავრცელების უნარი გააჩნიათ, თუმცა ადამიანისგან განსხვავებით, ისინი ინფიცირების შემდეგ 100%-იანი მაჩვენებლით იღუპებიან.