რესპუბლიკელმა მინისტრებმა „ფეისბუქში“ პირველი საჯარო პირობა დადეს

Image

საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებად წარდგენილმა რესპუბლიკელებმა თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირველი საჯარო პირობა დადეს.

 

თინა ხიდაშელი:

 

„სამი ამბავი მინდა დავწერო თბილისისკენ მომავალმა

 

1.ამ სივრცეში ზუსტად ისევე დავრჩები როგორც ვიყავი; შესაძლოა ცოტა დროში დავაგვიანო ხოლმე და მაპატიეთ

 

2. დღეს ვთქვი უკვე მინისტრი ვარ-თქო და გავიგე რომ აჟიოტაჟი გამოუწვევია. შესაძლოა უხერხულად მოგეჩვენოთ მაგრამ ასეა კონსტიტუციით ჩემო ძვირფასებო. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანდიდატს, წარდგინებას და ასეთებს. უკვე მინისტრები ვართ (ვოცნებობდით ამაზე თუ არა ) და პარლამენტი ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა ეს უკვე სხვა საქმეა.

 

3. მთავრობის ყველა წევრი მთავრობის წევრია, დღეს დანიშნულების ჩათვლით და ყველა ერთად მოდის პარლამენტში ნდობაზე. სულ ეს არის

 

P.S კითხვაა ქვევით მინისტრი როგორ ხარ თუ არ დაგამტკიცებენო და მადლობა კარგი კითხვაა.

 

ზუსტად ისე, როგორც მაგალითად, თამარ ბერუჩაშვილი ან ვახო გომელაური.“

 

გიგლა აგულაშვილი:

 

„1. ახალი თანამდებობა არ შემცვლის

 

2. ისევ ვუპასუხებ ყველა ზარს

 

3. დავრჩები ფეისბუქზე და სხვა საჯარო სივრცეებში

 

4. გავზრდი ჩემს ანგარიშვალდებულებას

 

5. მივიღებ რჩევა-კონსულტაციებს

 

6. ნეპოტიზმის ვირუსი არ შემეყრება

 

7. პრემიას მხოლოდ გამორჩეულზე გავცემ განსაკუთრებული დამსახურებისათვის

 

8. აქტიურად ვითანამშრომლებ არასამთავრობო სექტორთან

 

9. დაუნდობელი, მაგრამ სამართლიანი ვიქნები კანონდამრღვევთა მიმართ

 

10. გავუფრთხილდები ყველა ღირსეულ პროფესიონალს

 

P.S. გთხოვთ, გახდეთ საქართველოს "მწვანე გუშაგები". მომაწოდოთ ინფორმაცია, მომწეროთ, დამირეკოთ, დამიმესიჯოთ, თუ შეამჩნიეთ, დაინახეთ ან აღმოაჩინეთ კანონდარღვევა.“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !