
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ის უკვე თავდაცვის მინისტრია და ამ თანამდებობაზე მის დამტკიცებას პარლამენტის კენჭისყრა არ სჭირდება.
ასე უპასუხა ხიდაშელმა "მაესტროს" შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რა სტატუსით შეხვდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს ვახტანგ კაპანაძეს:
"- ჯერ თქვენ არ ხართ თავდაცვის მინისტრი.
- მე თავდაცვის მინისტრი ვარ. როგორ გეკადრებათ. მე უკვე დანიშნული ვარ როგორც თავდაცვის მინისტრი.
- თუმცა, პარლამეტს ჯერ-ჯერობით არ უყრია კენჭი თქვენთვის, როგორც მთავრობის...
- არ ჭირდება პარლამეტის კენჭისყრა. "- განაცხადა "მაესტროსთან" ხიდაშელმა.