-
2015-05-09 02:30
საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით 38-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ.
განახლებული მთავრობის წევრების მოსმენა და კითხვა-პასუხი პარლამენტში 02:30 საათამდე გაგრძელდა. სხდომის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ იხუმრა კიდეც, რომ ღამის 12 საათის შემდეგ პარლამენტის წევრების მუშაობა განსაკუთრებულ ელფერს იძენს და უფრო პროდუქტიულიც კი ხდება: "ხომ არ დაგვენერგა ეს პრაქტიკა?", - იკითხა დავით უსუფაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30